მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების საბოლოო ეტაპი  ჩატარდება

თბილისის ნაწილს, 1 აპრილს, ღამის 23:00 საათიდან 2 აპრილის ღამის 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მარშალ გელოვანის გამზირზე ახლი გზის პროექტის ფარგლებში, თბილისის მერიის დაკვეთით, შპს ,,კომპანია ბლექ სი გრუპი” წყალმომარაგების ახალ ქსელზე საბოლოო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

„შპს ,,კომპანია ბლექ სი გრუპის” მიერ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების დაკეტვა და წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 1 აპრილს, ღამის 23:00 საათიდან 2 აპრილის ღამის 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში - ვაშლიჯვრის დასახლებას, მარშალ გელევანის გამზირს, თოფურიას, სარაჯიშვილის, კვანტალიანის ქუჩებს, გოძიაშვილის ქუჩას და შესახვევებს, გოთუას, მუხრან მაჭავარიანის, ჭელიძის, ბიძინა ბარათაშვილი, სარგის კაკაბაძის, ტაშკენტის ქუჩის ნაწილს, ზემო ვეძისის, ალასანიას, ვაზისუბნის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბის რაიონში - აღამაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ს, დიღმის მასივის I კვ.-ის N10, 11, 12 კორპუსებს.

დიდ დიღომში - ფარნავზ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, არჩილ მეფის, მირიან მეფის, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრეხელიძის, ნიკო ბურის, ჰუგო ჰუბერტის, ხატაეთის, შერმადინის, ნესტან-დარეჯანის, ფატმანის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, ანდრონიკაშვილის, მიხეილ მესხის, კვირაცხოვლის, მუხათგვერდის და მიმდებარე ქუჩებს და ბენდუქიძის დასახლებას. ქოშიგორას დასახლებაში - ჭავჭავაძის, უდაბნოს, მოწამეთას, კელასაურის, ასიათასი მოწამის ქუჩებს.

სოფელ ზურგოვანაში - კოსტავას, ჩოხელის, სამაჩაბლოს და აფხაზეთის ქუჩებს. ზაჰესში - გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - ნათქვამია კომპანიისმიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით