პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა კომისიის სხდომაზე თეა ახვლედიანს მოუსმენენ

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა კომისიის სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს კიდევ ერთხელ მიუსმენენ.

2 აპრილის სხდომაზე დაგეგმილია მინისტრის მოსმენა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შედეგებისა და გამოწვევების თემაზე. საუბარი ასევე გაიმართება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ საფუძველზე, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის მიზნით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე 23 მარტსაც იმყოფებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო