თიბისი ბიზნესი კომპანია „ნინეას“ ონლაინ ვაჭრობის გაფართოებაში დაეხმარა

თიბისი ბიზნესი კომპანია „ნინეას“ ონლაინ ვაჭრობის გაფართოებაში დაეხმარა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თიბისიდან აცნობეს, 2017 წელს დაფუძნებული კომპანია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მანამდე არარსებულ ქართული წარმოების ღამის სამოსს სთავაზობს მომხმარებელს, პანდემიის პერიოდში გამოწვევის წინაშე დადგა.

„ პანდემიით გამოწვეულმა იძულებითმა შინ ყოფნამ ადამიანებს საკუთარ თავთან კომუნიკაციისთვის მეტი დრო გაუჩინა. ემოციების და განწყობების გარეთ გამოტანა საკუთარ თავთან საუბრის ერთ-ერთი საუკეთესო გზა გახდა. ამ სიტუაციამ ბუნებრივად გაზარდა მოთხოვნა „სანებივრო სამოსზე“, როგორც ამას კომპანია „ნინეას“ დამფუძნებლები თავის შექმნილ კოლექციას უწოდებენ. 2017 წელს დაფუძნებული კომპანია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მანამდე არარსებულ ქართული წარმოების ღამის სამოსს სთავაზობს მომხმარებელს, პანდემიის პერიოდში გამოწვევის წინაშე დადგა. სამი ქალის მიერ დაარსებული საწარმოს პროდუქციამ თავიდანვე დიდი დაინტერესება გამოიწვია.

როგორც „ნინეას“ ერთერთი დამფუძნებელი ნელიკო თორდია აღნიშნავს, დღეს უკვე აქვთ საწარმო, სადაც კოლექცია თავიდან ბოლომე ხელით იქმნება, რომ პროდუქტი მაქსიმალურად დახვეწილი და ხარისხიანი იყოს.

„ნინეას“ “სანებივრო სამოსის” მრავალფეროვანი არჩევანი აქვს, რომელიც ნატურალური და სინთეზური ქსოვილების კოლექციას აერთიანებს. ფერი, ქსოვილი და მოდელი ყველაზე მომთხოვნი მომხმარებლის გემოვნებასაც დააკმაყოფილებს. ამჟამად კომპანია მუშაობს ახალ კოლექციაზე, რომელიც 100 პროცენტით ნატურალური აბრეშუმისგან შედგება”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, პანდემიამდე „ნინეას“ ორი სავაჭრო ობიექტი ჰქონდა, მაგრამ 2020 წელს შეცვლილმა სიტუაციამ დამფუძნებლები ონლაინ ვაჭრობის აუცილებლობაში დაარწმუნა და ვებგვერდი www.ninea.ge უფრო აქტიური გახდა.

„ონლაინ მაღაზიის შექმნა დღის წესრიგში იდგა. ამ პერიოდში ძალიან დროული აღმოჩნდა თიბისის მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად შექმნილი პროექტი, რომელიც გულისხმობდა მზა პლატფორმაზე ონლაინ მაღაზიის შექმნას და მისი მომსახურების დაფინანსებას 1 წლის ვადით, რაც ძალიან დაგვეხმარა ამ პროცესის დაჩქარებასა და განხორციელებაში“, - განმარტავს ნელიკო თორდია.

ონლაინ პლატფორმაზე გადასვლამ კომპანიას არა მხოლოდ ვაჭრობის შენარჩუნების, არამედ წინსვლისა და განვითარების საშუალებაც მისცა, კომპანიამ ელექტრონული კომერციის მეშვეობით გაყიდვები გააორმაგა.

„თიბისი ბიზნესმა ბიზნესების მხარდაჭერის ეს პროექტი პანდემიის პერიოდში დაიწყო, რადგან შექმნილმა რეალობამ ძალიან მალე დაგვანახა, რომ ონლაინ ვაჭრობაზე მოთხოვნა დღითი დღე უფრო იზრდებოდა. ბიზნესს გაყიდვების ახალი არხი სჭირდებოდა, რომ მომხმარებელი არ დაეკარგა და ჩვენ შევთავაზეთ მათ, ამის გაკეთებაში დავხმარებოდით. გვიხარია, რომ ბევრმა ბიზნესმა წარმოება გაზარდა და მთლიანად ონლაინ გაყიდვებზე გადავიდა“, - განაცხადა თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერმა ნათია ვაჭარაძემ.

პროექტი „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ თიბისის და VISA-ს ერთობლივი წამოწყებაა და ის ბიზნესებისთვის ელექტრონული კომერციის გამართვაში მხარდაჭერას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა