ირაკლი ღარიბაშვილი - აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება თავისუფალი და თანასწორი საზოგადოების შენების ნაწილია

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება თავისუფალი და თანასწორი საზოგადოების შენების ნაწილია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს და მათ ოჯახებს გვერდში უნდა დაუდგეს ყველა - ხელისუფლება, საზოგადოება, კერძო სექტორი.

„ასეთი საზოგადოების სიძლიერის უმთავრესი პირობაა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე, მათ შესაძლებლობათა განვითარებაზე ზრუნვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა. ამიტომ, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს და მათ ოჯახებს გვერდით უნდა დაუდგეს ყველა - ხელისუფლება, საზოგადოება, კერძო სექტორი. ერთიანი ძალისხმევით უნდა ვიშრომოთ მათ უფლებათა დასაცავად, თვითრეალიზაციისა და განვითარების პირობათა შესაქმნელად“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

2 აპრილს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო