მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობისა და კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანსა და დიღომი 8-ის ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობისა და კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა.

მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის, ნინო ქავთარაძის ინფორმაციით, მოსახლეობა დემონტაჟის შესახებ 2 თვით ადრე გააფრთხილეს და ყველაფერი კანონის ფარგლებში განხორციელდა. მისივე თქმით, დაინგრა 2 ავტოფარეხი და სამი ღობე.

„მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე ნაგებობის და დამხმარე კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა, რომელიც იყო სახელმწიფო მიწაზე და უკანონოდ მიმდინარეობდა მშენებლობა. რა თქმა უნდა, გაფრთხილება იყო გაკეთებული და ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა. ეს იყო 2 ავტოფარეხი და სამი ღობე“, - აღნიშნა ნინო ქავთარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო