ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის დახურულ სხდომაზე შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს უსმენენ

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის დახურულ სხდომაზე შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს უსმენენ.

დახურული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ჟენევის მოლაპარაკებებია.

როგორც კომისიის ხელმძღვანელმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, თეა ახვლედიანთან ჟენევის მოლაპარაკებებს იმ რაკურსით განიხილავენ, რაც პროგრამას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ ეხება. საუბარი შეეხება, თუ რამდენად ახდენს ჟენევის პროცესი გავლენას იმ ღონისძიებების ეფექტურობაზე, რაც კანონთა პაკეტით არის გათვალისწინებული.

ვოლსკის ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებების საკითხზე „უფრო ჩაღრმავებული საუბარი“, საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით რამდენიმე კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე გაიმართება.

„იმის მიუხედავად, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატით კონკრეტული შედეგები ვერ დადგა, მაინც მნიშვნელოვანია, რადგან საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ამყოფებს ოკუპაციის პრობლემას, რომელიც ევროპის სამხრეთ საზღვრებზე გაჩნდა. ეს მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოების თავალსაზრისით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა