სამტრედიის ქუჩაზე კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები განახლდა

დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული სპორტული მოედნების რეაბილიტაციას ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამტრედიის ქუჩის N2-ში კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნების აღდგენა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოედნების ყველა დაზიანებული ელემენტი აღდგა. ხელოვნური ბალახის საფარი, ტრიბუნა, კალათბურთის ფარი და ბადეები მთლიანად შეიცვალა.

სამუშაოები კომპანიამ „პე ბე“ განახორციელა. აღნიშნული სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39 266 ლარი გამოიყო.

დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა გამგებლის მოადგილესთან, ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა