ნინო თანდილაშვილი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს კოორდინატორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) კოორდინატორს, ნეჯლა დემირდაროს შეხვდა. ამის შესახებ ინფრომაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ნეჯლა დემირდარომ სატყეო სექტორში თანამშრომლობის, მათ შორის, თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან (APAD) ერთად, საქართველოში ხანძრის ლიკვიდაციის და პირველადი დახმარების მიმართულებით ტრენინგების ჩატარების სურვილი გამოთქვა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სატყეო სექტორში შესაძლებლობების გაძლიერება. გამოცდილების გაზიარება სპეციალისტებს მავნებლებთან ბრძოლაში და ტყის ხანძრების პრევენციის მიმართულებით ძალიან დაეხმარება”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ტრენინგები მეცხოველეობისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით ჩატარდა.

ასევე, ნინო თანდილაშვილმა საქართველოში აკვაკულტურის განვითარების საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთი ამ სფეროში მოწინავე ქვეყანაა, შესაბამისად, დარგის განვითარებისთვის თურქული მხარის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშნელოვანია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა