გივი მიქანაძე - ჩვენ მართლაც უპრეცედენტო შემხვედრი ნაბიჯები გადავდგით, მაშინ როცა ოპოზიციის მხრიდან არც ერთი შემოთავაზება არ გვინახავს

ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში მართლაც უპრეცედენტო შემხვედრი ნაბიჯები გადავდგით, მაშინ როცა ოპოზიციის მხრიდან არც ერთი შემოთავაზება, არც ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი არ გვინახავს, რაზეც შეთანხმება შეიძლება მიღწეულიყო, - ამის შესახებ დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

სწორედ ამ კონტექსტში მიქანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის განვითარებას პასუხისმგებლობით ეკიდება.

„ევროკავშირისა და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ასეთი ჩართულობა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რაოდენ ღირებული პარტნიორია ჩვენი ქვეყანა. ეს იმ რეფორმებისა და განხორციელებული საქმიანობის შედეგია, რასაც საქართველოს ხელისუფლება მეცხრე წელია ახორციელებს. სხვა შემთხვევაში ასეთი ინტერესი, ასეთი ჩართულობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან არ იქნებოდა. ოპოზიციასთან მოლაპარაკებები ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის.

მართლაც უპრეცედენტო შემხვედრი ნაბიჯები გადავდგით, მაშინ როცა ოპოზიციის მხრიდან არც ერთი შემოთავაზება, არც ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი არ გვინახავს, რაზეც შეთანხმება შეიძლება მიღწეულიყო“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო