სერგო ჩიხლაძე - ოპოზიციას მეტი მუშაობა გვმართებს, რომ „ოცნება“ მოლაპარაკებებზე წამოვიყვანოთ, ქვეყნის გარედან ჩვენი პარტნიორების ზეწოლა უკვე მაქსიმალურია

ოპოზიციას ქვეყნის შიგნით მეტი მუშაობა გვმართებს, რომ „ქართული ოცნება“ წამოვიყვანოთ მოლაპარაკებებზე. ქვეყნის გარედან ჩვენი პარტნიორების ზეწოლა უკვე არის მაქსიმალური, - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ევროპარლამენტარების განცხადებას. მისივე თქმით, შეთანხმების პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება, თუმცა უპირველესი პასუხისმგელობა ხელისუფლებაზეა და ეს წერილშიც ნათლად ჩანს.

“ევროპარლამენტარების განცხადებაში ვნახეთ, რომ პასუხისმგებლობა ორივე მხარეს აკისრია, თუმცა უპირველესი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაზეა და ეს ნათლად არის ამ გზავნილში. ჩვენც გვაქვს პასუხისმგელობა და მე პირადად ვხედავ ოპოზიციის პასუხისმგებლობას იმაში, რომ უფრო მეტი ზეწოლა და წნეხი უნდა მოგვეხდინა „ქართულ ოცნებაზე“, რომ მათ ხელი არ ეკრათ მოლაპარაკებებისთვის. ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადებაც მეტყველებს, რომ ისინი მზად არ არიან მოლაპარაკებებისთვის, ამისთვის ოპოზიციას ქვეყნის შიგნით მეტი მუშაობა გვმართებს, რომ „ქართული ოცნება“ წამოვიყვანოთ მოლაპარაკებებზე. ქვეყნის გარედან ჩვენი პარტნიორების ზეწოლა უკვე არის მაქსიმალური და ოპოზიციაც უნდა გავაქტიურდეთ ამ მხრივ, ქვეყნის შიგნით“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

შეგასენებთ, რომ ევროპარლამენტარებმა გაავრცელეს განცხადება და გამოთქვამენ წუხილს იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა ევროკავშირის მედიატორის კრისტიან დანიელსონის წინადადებაზე უარი თქვეს.

„პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა მოელოდნენ ევროკავშირის მხრიდან ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნებას. ევროპარლამენტის მხრიდან იქნება განსაკუთრებული მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით, მათ შორის, იქნება მოწოდება ფონდებიდან სახსრების შემდგომი გამოყოფის შეჩერებისკენ და პირობითობის ზრდისკენ, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს