თამარ გაბუნია - ქვეყანაში 3000-ზე მეტი საწოლი რჩება მობილიზებული, რათა ინფიცირების რაოდენობის მატების შემთხვევაში, სამედიცინო ქსელი მზად იყოს

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში 3000-ზე მეტი საწოლი რჩება მობილიზებული, რათა ინფიცირების რაოდენობის მატების შემთხვევაში, სამედიცინო ქსელი მზად იყოს. მისივე ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, 1685 პაციენტი რჩება კლინიკაში, რომელთაგან 67 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია.

ამასთანავე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საყურადღებო რჩება ვირუსის გავრცელების ყოველდღიური მაჩვენებელიც.

„ახალდადასტურებული შემთხვევა 24 საათის განმავლობაში არის 529 შემთხვევა ანუ შემთხვევების რაოდენობა საყურადღებო რჩება. დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არის 1,8%, 7-დღიანი დადებითობის საშუალო მაჩვენებელი არის 1,73% - ესეც გარკვეულწილად იმატებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ტესტრების პროგრამის აქტიური გაგრძელება, 24 ათასი ტესტი იყო ჩატარებული გასული 24 საათის განმავლობაში და უკვე იმ რეგიონებში, სადაც განსაკუთრებით აქტიურად შეინიშნება შემთხვევების მატება, დაიწყო აქტიური ტესტირების, უფრო ლოკალიზებული ტესტირების პროგრამა, გურიაში არის უკვე აქტიურად ამ მიმართულებით მუშაობა. რაც შეეხება სტაციონარებს, 1685 პაციენტი იმყოფება კლინიკებში ამ დილის მდგომარეობით, აქედან 325 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 67 - არის რეანიმაციულ განყოფილებაში, 3000-ზე მეტი საწოლი რჩება მობილიზებული იმისთვის, რომ შემთხვევების მატება თუ იქნება, სამედიცინო ქსელი იყოს მზად,“- განაცხადა გაბუნიამ.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში