თამარ გაბუნია - არ უნდა დავუშვათ, რომ სამედიცინო პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების მომატების ფონზე ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაუარესდეს

არ უნდა დავუშვათ, რომ სამედიცინო პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების მომატების­ ფონზე ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაუარესდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შეფასებისას აღნიშნა, სადაც მათ შორის, სამედიცინო სფეროში ფასების გაძვირებაზეცაა საუბარი, ფასების ნამატი სამინისტროსთვის ყველაზე თვალსაჩინო ფარმაცევტულ პროდუქციაზე იყო.

"ფასების მატება თავისთავად პრობლემურია. ჩვენ ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამაშიც ფასების რევიზია და მომატება მოგვიხდა, იმისთვის, რომ ხელმისაწვდომობის პრობლემა არ შექმნილიყო. რაც შეხება აპარატურასა და პირადი დაცვის საშუალებაზე ფასების მატებას, ეს პრობლემაც მოიტანა ჩვენამდე ჯანდაცვის სექტორმა. კოვიდის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება ხდება ფაქტიური ხარჯით, ამდენად პროგრამა ანაზღურებს იმ ნამატით, რა ნამატიც ზოგადად ბაზარზე შეინიშნება. სხვა დანარჩენ შემთხვევებში ტარიფიკაცია არის ის პროცესი, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. ამას გარკვეული დრო დასჭირდება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან საყურადღებო და გარკვეულწილად, მნიშვნელოვანი სიგნალი ჩვენთვის, რადგან ეფექტურობის გაუმჯობესების გარეშე გაგვიჭირდება, რომ ფასების ასეთ მზარდ მატებას ჯანდაცვის სისტემამ გაუძლოს. ფასების მატება მუდმივი პროცესია, არახალია და პროგრამებში ამ ფასების მატების პასუხად გარკვეული ცვლილებები ყოველთვის ხორციელდებოდა. ამაზე მიდის მუშაობა ახლაც, მიმდინარე პროცესია. რა თქმა უნდა, არ უნდა დავუშვათ ის, რომ ხელმისაწვდომობა გაუარესდეს. წამალზე ფასის მატება არის კიდევ საყურადღებო ნიშანი, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში უნდა გადავიტანოთ. მხოლოდ ჩვენ დონეზე ამის მოგვარება ვერ მოხდება",- განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტის თვეში ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ფასები 3.6 პროცენტითაა მომატებული. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (6.3 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (1.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, ფასები მომატებულია 13.6 პროცენტით. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (21.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს