თეა ახვლედიანი ზაზა გახელაძეზე - ჩვენ ვითხოვთ უკანონო პატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას

ჩვენ ვითხოვთ უკანონო პატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია პატიმრების გაცვლაზე საუბარი, როგორც ამას მისი ოჯახის წევრები აღნიშნავენ, მინისტრი აცხადებს, რომ ასეთ თემებზე საოკუპაციო რეჟიმთან არ საუბრობენ.

"პირველ რიგში მე არ ვფლობ ამაზე ინფორმაციას, მეორე - საოკუპაციო რეჟიმთან ჩვენ მსგავს თემებზე არ ვსაუბრობთ და ჩვენ ვითხოვთ ჩვენი უკანონო პატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას,"- განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ზაზა გახელაძისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს.

"საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის და მისი უმძიმესი შედეგების გამო, სახეზეა ძალიან უხეში დარღვევა ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და ერთ- ერთი გამოხატულებაა ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებები. იცით, რომ დღეისათვის უკანონო პატიმრობაში ზაზა გახელაძესთან ერთად იმყოფება ჩვენი რამდენიმე მოქალაქეც, რომელთა დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით, ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ადგილობრივი თუ საერთაშორისი ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის ზაზა გახელაძის გათავისუფლების თემა იყო უმთავრესი მარტის ბოლოს გამართული ინციდენტებისა პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფარგლებში. საკითხი ამ უკანონო დაკავებების არის ნამდვილად რთული და განვაგრძობთ მაქსიმალურ ძალისხმევას,"- განაცხადა ახვლედიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა