მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის შეფასებით, მამა ანდრია სარია მღვდელმსახურებიდან განკვეთას ექვემდებარება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს

მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომაზე მღვდელმონაზონ ანდრია სარიას განუმარტეს, რომ მღვდელმსახურებიდან განკვეთას ექვემდებარება, თუმცა ამის შესახებ შესაბამისი კომისიის დასკვნის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს.

როგორც ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მამა ანდრია სარია მღვდელმსახურებიდან იმავე ქმედებების გამო უნდა განიკვეთოს, რის გამოც მას შენიშვნა უკვე გამოცხადებული აქვს.

„დღეს მოწვეული იყო სხდომაზე მღვდელმონაზონი ანდრია სარია. მას განემარტა, რომ მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები ექვემდებარება განკვეთას. იცით, რომ მამა ანდრია სარიას ადრე მიეცა შენიშვნა, მას შეუჩერდა მღვდელმსახურება და ზუსტად იგივე ქცევების გამო, რა ქცევების გამოც შეუჩერდა მღვდელმსახურება, დღეს შედგა კომისია და განმერატა, რომ კომისია მიიღებს შესაბამის დასკვნას - მისი საქციელი ექვემდებარება განკვეთას. კომისია მიიღებს დასკვნას და რეაგირებისთვის ეს დასკვნა გადაეცემა პატრიარქს. მღვდელმსახურებიდან განკვეთა, ესაა დასკვნა რომელსაც დადებს კომისია. გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს“,- განაცხადა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამოცემულ 20 იანვრით დათარიღებულ ბრძანების მიხედვით მღვდელმსახურება აკრძალული აქვს. როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები და დაუსაბუთებელი ბრალდებებია“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო