კახა კუჭავა - შვიდი კი არა, ერთი ევროპარლამენტარიც რომ იყოს, მნიშვნელოვანია ყველას მოსაზრება გავითვალისწინოთ, მაგრამ 7 იქნება თუ 27, მათი პოზიციის გამოხატვა არ ნიშნავს, რომ გარკვეული სანქციები წესდება

ჩვენს პასუხისმგებლობას რომ ვაცნობიერებთ, სწორედ ამიტომ ვიყავით თანახმა ოპოზიციასთან შეთანხმება მომხდარიყო - შეთანხმება რომ შედგეს, ორივე მხარის თანხმობაა აუცილებელი, ამის გარეშე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია, - ეს განცხადება ევროპარლამენტარების შეფასებების კომენტირებისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ გააკეთა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზადაა, ყველა იმ საკითხზე გააგრძელოს მუშაობა, რაც დღის წესრიგში დგას.

"ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ძალიან ადარდებთ, პირველ რიგში, დროის კუთხით, რომ რაც შეიძლება მალე გადაწყდეს ყველა საკითხი და დავუბრუნდეთ იმ რეალურ გამოწვევებზე ბრძოლას, რომლის წინაშეც ქვეყანა და რეგიონი დგას. საუბარია როგორც ეკონომიკურ საკითხებზე, ასევე პანდემიასთან და სამუშაო საკითხებთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე მსჯელობა სწორედ პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს. დარწმუნებული ვარ, გზას მალე ვიპოვოთ. პრობლემას მალე გადავლახავთ", - განაცხადა კახა კუჭავამ.

მან აქვე აღნიშნა, რომ "როცა ევროპარლამენტარების გუშინდელ განცხადებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის შვიდი ევროპარლამენტარის პოზიცია".

“ძალიან საყურადღებოა, თუმცა ეს არ არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია, ამიტომ ნებისმიერი სახის სანქციაზე ან რაიმე შეზღუდვაზე საუბარი ნაადრევი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება წერილის პასაჟს, კარგად გვესმის, რომ ისინი არათუ სწუხან პრობლემაზე, არამედ ცდილობენ, გამოსავალი იპოვონ. სამწუხაროა, რომ წერილში გარკვეული უზუსტობა ვნახე - კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის მოშველიება და იქვე რიგგარეშე არჩევნების ხსენება. დანიელსონს თავის შემოთავაზებაში რიგგარეშე არჩევნები მითითებული არ ჰქონდა. ახალი მოსაზრების გაჩენა და იმის მითითება, რომ ეს დანიელსონის დოკუმენტში იყო აღნიშნული, უბრალოდ უზუსტობაა და ამას თავად დანიელსონიც დაადასტურებს. შვიდი კი არა, ერთი პარლამენტარიც რომ იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია ყველას მოსაზრება გავითვალისწინოთ, მაგრამ შვიდი იქნება თუ 27, მათი პოზიციის გამოხატვა არ ნიშნავს, რომ გარკვეული სანქციები წესდება. ამაზე სპეკულირება არ არის სწორი", - განაცხადა კახა კუჭავამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო