დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - დედა სოსანას განუსაზღვრეს სხვა მონასტერში გადასულიყო, ამის შემდეგ ის მარტვილის წმინდა ნინოს მონასტერში რომ არ შეუშვეს, საკვირველი აღარაა

დედა სოსანას განუსაზღვრეს სხვა მონასტერში გადასულიყო, ამის შემდეგ ის მარტვილის წმინდა ნინოს მონასტერში რომ არ შეუშვეს, საკვირველი აღარაა, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეპარქიას განაგებს კონკრეტული მღვდელმთავარი და გადაწყვეტილებებსაც თავად იღებს.

„დედა სოსანას განუსაზღვრეს გარკვეული მონასტერი, მარტვილის მონასტრიდან გაათავისუფლეს. ეპარქიის მოქმედი მმართველი, მღვდელმთავარი იღებს ყველა გადაწყვეტილებას მონასტერთან დაკავშირებით. დედა სოსანას განუმარტეს, რომ სხვა მონასტერში უნდა გადასულიყო. ამის შემდეგ რომ არ შეუშვეს, აღარაა უკვე საკვირველი. რაც შეეხება პოლიციის გამოძახებას, მე რამდენადაც მოვისმინე, თვითონ დედაომ გამოიძახა პოლიცია, რათა „კომენდანტის საათის“ პირობებში, ის სხვა მონასტერში გადაეყვანათ",- განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიის მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში წუხელ პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ადგილზე სამართალდამცავები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით, დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გათავისუფლებული დედა სოსანა და მორჩილი ნინო მონასტერში აღარ შეუშვეს.

მეუფე სტეფანეს ბრძანების მიხედვით, ორივე მონაზონი მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევისთვის მარტვილის მონასტრიდან გარიცხეს და სინანულისთვის, ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განმწესდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა