„ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებმა მავთულხლართები მიიტანეს

„ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ადგილზე მავთულხლართები აქვთ მიტანილი.

ამასთან, ისინი ადგილზე იმყოფებიან შემდეგი შინაარსის პლაკატებით: „აფხაზეთი საქართველოა“ , „რუსული ოცნება“, „დიდება გმირებს“.

„მოძრაობა „შეცვალე“ მოვედით აქცია-პერფორმანსით. ხედავთ მავთულხლართებს, ძალიან მარტივად არის ყველაფერი. ჩვენ ამით გვინდა ვთქვათ, რომ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებს გვახსოვს და ვიცით რა არის ოკუპაცია“,-აცხადებს აქციის მონაწილე.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთში „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომები დაიწყება.

16.30 საათზე პარტიის ცენტრალურ ოფისში ჯერ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, 17:30 საათზე კი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო