თეა ახვლედიანმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო. თეა ახვლედიანი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და ეროვნული გმირის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკემ იმსხვერპლა დღეს 38 წლის გახდებოდა. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი ახალგაზრდა ქართველი ვაჟკაცის გმირობა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს ერთიანობის, ღირსების და სწორედ იმ მიზნების დაცვას, რასაც ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით, რათა არ განმეორდეს მსგავსი ტრაგედიები ჩვენს ქვეყანაში. საუბედუროდ, დღემდე საქართველოში მიმდინარე უკანონო ოკუპაციის შედეგად გრძელდება ჩვენი მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევები, უკიდურესად იზღუდება ფუნდამენტური თავისუფლებები ჩვენი მოსახლეობის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას, რაც კიდევ ერთხელ და უკვე სამართლებრივად დადასტურდა ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით.

ჩვენ მაქსიმალური ძალისხმევითა და ინტენსივობით საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად განვაგრძობთ მუშაობას, ინტენსიურ ქმედებებს იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფას და ასევე, რომ არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის, ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილე პირებმა სრულად აგონ პასუხი ჩადენილ დანაშაულებზე“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა