„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და “თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და “თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციიდან“ აცნობეს, მემორანდუმის მიზანია ბიზნესს სექტორის დაინტერესება და ჩართულობა, რათა მოახდინონ საკუთარი ინტერესების სწრაფი და ეფექტური რეალიზაცია სწორედ მედიაციის გამოყენებით, ასევე, მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის საქართველოში დანერგვა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მათ შორის, ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, მედიაციასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

მათი ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და “თავისუფალ ინდუსტრიული ზონის“ დირექტორმა დავით ებრალიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო