გერმანული მხარის გადაწყვეტილებით, სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა 500-ის ნაცვლად, საქართველოს 5000 მოქალაქეს მიეცემა

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმებას საქართველოს 5000 მოქალაქე შეძლებს. ამის შესახებ გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს ვებ-გვერდზეა ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოჩენილი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მოხდა.

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ საქართველოს პირველ მოქალაქეებს უკვე 2021 წლის მაისში ელოდებიან.

ცნობისთვის, ამ დრომდე გერმანიაში ლეგალურად დასაქმების უფლება საქართველოს 500-მდე მოქალაქეს ჰქონდა.

გერმანიაში დასაქმების სურვილი უკვე 97 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ გამოთქვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა