მიხეილ სააკაშვილი - სტუმარს უნდა მოეპყრო, როგორც სტუმარს, მტერს - როგორც მტერს, რა სტუმარია?! ეს სტუმარი არ არის! პოზნერი ძველი „კაგებეშნიკია“, საქართველოს დაუძინებელი მტერი!

„ბოტებს“ დავალება მისცეს, აბა, სააკაშვილმა, რომ ჩამოიყვანა სობჩაკი? სობჩაკი პუტინის წინააღმდეგ მებრძოლია მთელი ეს წლები. თქვე საცოდავებო, რამდენი უნდა მომეზომოთ, რამდენი უნდა მედავოთ. ამდენი წელია საქართველოში არ მიშვებთ და კიდევ მე მეზომებით?!“- ასე მიმართავს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას ვიდეო მიმართვაში, სადაც ის რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის, თანმხლებ პირებთან ერთად საქართველოში ჩამოსვლას გამოეხმაურა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, სტუმარს უნდა მოეპყრო, როგორც სტუმარს, მტერს-როგორც მტერს.

„დააკვირდით ივანიშვილის „ბოტებმა“ რა ამბავი ატეხეს, ვაჟა-ფშაველა, „დღეს სტუმარია ჩვენი“ რა სტუმარია?! ეს სტუმარი არ არის! ეს ის ადამიანია, მათ შორის, პოზნერი, რომელიც გორბაჩოვთან ერთად პუტინმა გამოაგორა 2008 წელს იმიტომ, რომ რაღაც სახელი კიდევ ჰქონდათ შერჩენილი დასავლეთში. ეს ძველი „კაგებეშნიკია“, საქართველოს დაუძინებელი მტერი.

რა თქმა უნდა, ივანიშვილისთვის ორგანულია ასეთი ხალხის შემოშვება. ერთი მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებენ ამ ყველაფერში, მეორე მხრივ, იძახიან „როგორ არ შეიძლებოდა არ შემოშვება“, „ეს რა უპატივცემულობაა“.

სტუმარს უნდა მოეპყრო, როგორც სტუმარს, მტერს-როგორც მტერს. მტერი, რომელიც შემოდის ტერიტორიაზე, არ ხდება სტუმარი იმის გამო, რომ მას რაღაც ვიზა, ან პასპორტი აქვს.

„ბოტებს“ მისცეს დავალება, აბა, სააკაშვილმა, რომ ჩამოიყვანა სობჩაკი? სობჩაკი პუტინის წინაღმდეგ მებრძლია მთელი ეს წლები.

თქვე საცოდავებო, რამდენი უნდა მომეზომოთ მე, რამდენი უნდა მედავოთ. ამდენი წელია საქართველოში არ მიშვებთ და კიდევ მე მეზომებით?! კიდევ მე მედარებით?! ეს ხომ ნიშნავს, რომ სრული არარაობები ხართ, არავინ არ ხართ. ეს მხოლოდ ხაზს უსვამს თქვენს ძალიან სიპატარავეს, იმას, რომ საქართველო არ გიყვართ, გეზიზღებათ თქვენი ქვეყანა, საქართველოს მოღალატეები ხართ“,-აცხადებს სააკაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა