გიორგი ბირბიჩაძემ აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

თბილისის საკრებულოში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის მიმწოდებელი ცენტრებისა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართული შეხვედრა, რომელსაც თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ესწრებოდა, გიორგი ბირბიჩაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში“ შეტანილი ცვლილებები გააცნო.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, ცვლილება „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესს და პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობის გაზრდას ეხება.შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მშობლებმა საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შესახებ იმსჯელეს.

„მოხარული ვარ, რომ საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებული ცვლილებით, ბავშვებს და მოზარდებს, ვინც აქამდე პროგრამით ვერ სარგებლობდა, მერიისგან დაფინანსდებიან. გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის მიმწოდებელი ცენტრებისა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ბავშვების მშობლებთან მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ და მომავალში თანამშრომლობის გეგმაზე შევთანხმდით“,- განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.

„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში“ შეტანილი ცვლილების თანახმად, ბენეფიციარების რაოდენობა 145-ით იზრდება და კომპლექსური თერაპიის კურსების გავლის შესაძლებლობა 1375 ბენეფიციარს ექნება.საკრებულოში გამართულ შეხვედრას თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე ესწრებოდა.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით