ივა ჭყონია - ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი-ლარი მძიმე მდგომარეობაშია

„დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის” ხელმძღვანელი ივა ჭყონია ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსის მიღებას არ გამორიცხავს.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი ლარი მძიმე მდგომარეობაშია.

„პოლიტიკურად მნიშვნელოვანია სიტუაციის დასტაბილურება. პანდემიის დაწყების პირველი დღიდან კომპანიებში ლიკვიდურობა რომ გაზრდილიყო დახმარებას ვითხოვდით დამატებითი ღირებულებების ნაწილში, რომ იმპორტის გადასახადი არ გადაგვეხადა მომენტალურად, არამედ აღნიშნული თანხა რეალიზაციაზე ყოფილიყო მიბმული. უნდა დავიცვათ რეგულაციები, თორემ გამორიცხული არ არის ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი მივიღოთ.

მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ბიზნესთან ერთად ბაზრების დივერსიფიცირებაზე იმუშაოს. დღითიდღე ძვირდება ნედლეულის და ნავთობპროდუქტების ფასი. მწარმოებელს პროდუქციის თვითღირებულება გაუძვირდა და მსყიდველობითუნარიანობა იკლებს, ხოლო პირველადი მოთხოვნის პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველთვის არის, რაც არ უნდა ფასი გაიზარდოს“,- განაცხადა ივა ჭყონიამ მედიაცენტრ "მთავარში".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა