პაატა მანჯგალაძე - კობახიძის მიერ საკუთარი სიმხდალის გასამართლებლად ვაჟა-ფშაველას და მისი "სტუმარ-მასპინძლის" მოხმობა, ძალიან ცუდი მაგალითია

"ქართული ოცნების" წარმომადგენლების მსგავსი გამოხტომები ბუნებრივია, რადგან ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მიზანმიმართულად ცდილობენ ნამდვილი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღირებულებების ეროზიას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მანჯგალაძის შეფასებით, კობახიძეს უნდა ესმოდეს, ისინი აპროტესტებდნენ არა რუსების, არამედ კრემლის პროპაგანდისტების ყოფნას.

"კობახიძის მიერ საკუთარი სიმხდალის გასამართლებლად ვაჟა-ფშაველას და მისი "სტუმარ-მასპინძლის" მოხმობა, ძალიან ცუდი მაგალითია, რადგან ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში საკვანძო საკითხი არის საკუთარი ღირსების განცდა. თუ ადამიანს ღირსება არ გააჩნია, ის ვერც სხვის ღირსებას დაინახავს. კობახიძეს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ იქ ვაპროტესტებდით არა რუსების, არამედ კრემლის პროპაგანდისტების ყოფნას, რომლებიც ღია და დაუფარავი ჰიბრიდული ბრძოლის მდგომარეობაში იმყოფებიან საქართველოსა და მის დამოუკიდებლობის იდეასთან. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მსგავსი გამოხტომები ბუნებრივია, რადგან ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მიზანმიმართულად ცდილობენ ნამდვილი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღირებულებების ეროზიას, სადაც მათი მთავარი მოკავშირე სწორედ პოზნერის მსგავსი ე.წ. რუსული რბილი ძალის წარმომადგენლებია", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელში რუსული ასანთი უჭირავს და ქვეყანას მუდმივად პრობლემებით ემუქრება.

„გუშინ და დღეს „ნაციონალები“ ამტკიცებდნენ, რომ ქართული წესი - „დღეს სტუმარია ეგ ჩემი“ ვრცელდება მხოლოდ მოყვარეზე და არა მტერზე. შეგახსენებთ, რომ ვაჟას ეს ანდერძი გრძელდება სიტყვებით - „თუნდ, ზღვა ემართოს სისხლისა“. ანუ წესის ობიექტი სწორედ, რომ მტერია, თორემ მოყვარეს კაცი რომ მოყვრულად ხვდება, ამას გულზე მჯიღის ცემა საერთოდ არ სჭირდება. აქ პრობლემა უფრო მეტად მენტალიტეტშია, ვიდრე არცოდნაში. „ნაციონალი“ ვერ იტანს ვაჟას, ისევე როგორც ყველაფერ წმინდას, რაც ჩვენს ტრადიციებსა და ღირსებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ადამიანი, რომელსაც ვაჟა წაკითხული და გაგებული აქვს, „ნაციონალი“ ვერასდროს გახდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, „ნაციონალი“, თავისი არსით, არის ანტივაჟა“, - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს