შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოს ხელმძღვანელის განცხადებით, „ქართული ოცნების" ოფისთან, აქციის რამდენიმე მონაწილე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს

შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოს ხელმძღვანელის გოგა მემანიშვილის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებული პირები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

მისივე განცხადებით, ყველა მათგანი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი.

„ყველა დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრლდებით, 166-ე და 173-ე მუხლებით. ისინი გადაყვანილები არიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში",- განუცხადა მემანიშვილმა ჟურნალისტებს.

კომენტარის გაკეთების დროს სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა ფარულავამ ხმოვანი სიგნალი ჩართო, რასაც პოლიციელების მყისიერი რეაგირება და მისი დაკავება მოჰყვა.

ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და აქტივისტების ნაწილი.

ჯამში, ამ დროისთვის მმართველი პარტიის ოფისთან 13 პირია დაკავებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა