თეა ახვლედიანი - ჩვენ ვითხოვთ უკანონო პატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას

ჩვენ ვითხოვთ, ჩვენი უკანონო პატიმრების დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა თეა ახლვლედიანმა განაცხადა.

როგორც ახვლედიანი განმარტავს, უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძისა და ასევე, კიდევ რამდენიმე მოქალაქის დაუყოვნებელივ გათავისუფლების მიზნით, სახელმწიფო ინტენსიურად მუშაობს.

„საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის და მისი უმძიმესი შედეგების გამო, დღეს სახეზეა ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების ძალიან უხეში დარღვევა როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ. ამის ერთ- ერთი გამოხატულება არის ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებები. იცით, რომ დღეისათვის უკანონო პატიმრობაში ზაზა გახელაძესთან ერთად იმყოფება ჩვენი რამდენიმე მოქალაქეც, რომელთა დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით, ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ადგილობრივი თუ საერთაშორისი ინსტრუმენტის გამოყენებით. მათ შორის, ზაზა გახელაძის გათავისუფლების თემა იყო უმთავრესი, როგორც მარტის ბოლოს გამართული ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფარგლებში. ამ უკანონო დაკავებების საკითხი არის ნამდვილად რთული და ჩვენ განვაგრძობთ მაქსიმალურ ძალისხმევას ამ მიმართულებით. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი უკანონო პატიმრების დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა