„ლელო" - კატეგორიულად ვგმობთ გია ვოლსკის უღირს საქციელს - მოვითხოვთ, რომ ვოლსკის ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაატოვებინონ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის დღევანდელი მოქმედება ახალგაზრდა აქტივისტებთან მიმართებაში სცდება საზოგადოებაში ადამიანის ქცევის მიღებულ ცივილურ ფორმებს, - ამის შესახებ ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში, სადაც ვიცე- სპიკერ გია ვოლსკის მიერ აქციის მონაწილეების მისამართით შეურაცხმყოფელ ჟესტს ეხმაურებიან.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს კიდევ უფრო მიუღებელია იმის გათვალისწინებით, რომ გია ვოლსკი არის მაღალი თანამდებობის პირი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სახე.

„ლელო" კატეგორიულად გმობს ამ უღირს საქციელს. ვოლსკიმ დღეს შეურაცხყოფა მიაყენა არამხოლოდ იქ მდგომ ახალგაზრდებს, არამედ მთელ საზოგადოებას და ასევე იმ ინსტიტუციას, რომელსაც ის წარმოადგენს - არჩევით ორგანოს - საქართველოს პარლამენტს.

კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტმა და მმართველმა პარტიამ, მიიღოს სათანადო ზომები და დაატოვებინოს გია ვოლსკის ვიცე-სპიკერის თანამდებობა; სხვა შემთხვევაში მის მოქმედებაზე პასუხისმგებლობის გაზიარება მოუწევს პარტია „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში წარმოდგენილ თითოეულ დეპუტატს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა დღეს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისთან 13 პირი დააკავეს. აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების” ოფისთან უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. მას შემდეგ, რაც გია ვოლსკის აქტივისტებმა „მონა" უწოდეს, მმართველი გუნდის დეპუტატმა აქტივისტების მისამართით შეურაცხმყოფელი ჟესტი გამოიყენა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა