ნიკოლოზ სამხარაძე - ნებისმიერი ოპოზიციონერი, რომელმაც შეიძლება მერობაზე კენჭი იყაროს, იქნება ჩვენი ოპონენტი - კონკრეტულად გიორგი გახარიამაც რომ იყაროს კენჭი, ის იქნება ოპონენტი

„ქართული ოცნების“ წევრის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატად კენჭს იყრის, გამორიცხულია მმართველმა პარტიამ მის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნას.

როგორც სამახარაძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომების დასრულების შემდეგ განუცხადა, მერობის კანდიდატებზე ჯერ მსჯელობა არ დაწყებულა.

„დაიწყო დაგეგმარება იმისა, როგორ უნდა გაიშალოს პარტია რეგიონებში და დაიწყოს წინასაარჩევნო სამზადისი",- განცხადა სამხარაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, ვიხილოთ კახა კალაძე ისევ მერობის კანდიდატად? სამხარაძეს უპასუხა, რომ „შესაძლოა".

ამასთან, სამხარაძის თქმით, გიორგი გახარიამ რომ იყაროს კენჭი მერობის კანდიდატად, ის „ქართული ოცნების" კონკურენტი იქნება.

„ნებისმიერი ოპოზიციონერი, რომელმაც შეიძლება მერობაზე კენჭი იყაროს, იქნება ჩვენი ოპონენტი. კონკრეტულად გიორგი გახარიამაც რომ იყაროს კენჭი, ის, რა თქმა უნდა, იქნება ოპონენტი",- განაცხადა სამახარაძემ.

მედიის წარმომადგენლების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გიორგი გახარიას სასარგებლოდ „ქართულმა ოცნებამ" კანდიდატურა მოხსნას, სამხარაძე აცხადებს: "არა, ეს გამორიცხულია!"

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს