მამუკა მდინარაძე - არ მგონია, თავად გია ვოლსკიმ თქვას, რა კარგი რამ გავაკეთეო, თუმცა, მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს - როცა მამის ტოლ კაცს აგინებ, მონას ეძახი, ძნელი მოსათმენია

არ მგონია, რა კარგი რამ გავაკეთეო თქვას თავად გია ვოლსკიმ, თუმცა, მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც გია ვოლსკის მიერ აქტივისტებისთვის შეურაცხმყოფელი ჟესტის ჩვენებას შეეხებოდა.

როგორც მდინარაძემ განმარტა, ის არავის ამართლებს, თუმცა, როცა „რუსული საქმის მკეთებელი ხალხის მიერ დაორგანიზებული აქციიდან მონას გეძახიან, რთული მოსათმენია“.

„ჩვენ ყველას გვაქვს თმენის ვალდებულება, გია ვოლსკისთანაც გექნებათ თქვენ ალბათ საშუალება ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჩაწეროთ. არ მგონია, რა კარგი რამ გავაკეთეო, თავად გიამ თქვას. თუმცა, მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს. ნამდვილად არ ვცდილობ რაღაცის გამართლებას, ან გამტყუნებას, მაგრამ როცა მამის ტოლ კაცს აგინებ, მონას ეძახი და ამ დროს შენი პროტესტი დაგემილია და სათავეში უდგას „ეფესბე“-ს აგენტურა, შეიძლება შენ გულწრფელიც იყო ამ შემთხვევაში, მაგრამ დაორგანიზებულია ეს ყველაფერი „ეფესბე“-ს აგენტურის მიერ და რუსული საქმის მკეთებელი ხალხის მიერ, მართლა ძნელი მოსათმენია. თუმცა, ამართლებს თუ არა ამ ყველაფერს, ეს მეორე საკითხია“, - განაცხადა მდინარაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა