გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე ინტერესი ამ ეტაპზე სულ  97 682 აპლიკანტმა გამოხატა

გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე ინტერესი ამ ეტაპზე სულ 97 682 აპლიკანტმა გამოხატა, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2 აპრილის მდგომარეობით, გერმანული მხარისგან მოწოდებულია 515 - მდე ვაკანსია.

„ვაკანსიები შემოსულია შტუდგარდის, დუსელდორფისა და ბრანდენბურგის რეგიონების დამსაქმებლებისგან. დაგეგმილია რეგიონების არეალის კიდევ მეტად გაფართოება.

2021 წლის 5 მარტს, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება საქართველოდან დასაქმებული სეზონური მუშაკების რაოდენობის გაზრდაზე 5000 (წლიური კვოტა) ერთეულამდე.

პირველი შერჩეული ჯგუფის გამგზავრებისწინა ორიენტაციის ტრენინგები დაწყებულია, სადაც თითოეული სამუშაოს მაძიებელი ინტერაქტიულ რეჟიმში იღებს ინფორმაციას დასაქმების პირობებსა და სოციალურ გარანტიების შესახებ; გერმანიაში გამგზავრებისა და ცხოვრების პირობებზე. გამგზავრება დაგეგმილია აპრილის შუა რიცხვებში. გამგზავრებისწინა ორიენტაციის ტრენინგი ხორციელდება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის IOM-ის მონაწილეობითა და მხარდაჭერით. შერჩევის პროცესი კვლავაც გრძელდება აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და შიდა ქართლში. მიმდინარეობს შერჩეული კანდიდატების კონტრაქტების გამოგზავნის და საბუთების შეგროვების ეტაპი.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი გაგრძელდება ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დაგეგმილი აქვს ეტაპობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიცვას გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების მსურველების შერჩევის პროცესი“, - აღნიშნულია დასაქმების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა