მიხეილ ჩხენკელი - მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ საქართველოში ინკლუზიური განათლების წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დაძლევას

მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ საქართველოში ინკლუზიური განათლების წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დაძლევას, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მიმართვაშია აღნიშნული, რომელსაც განათლების უწყება აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, ყველას შეუქმნას ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობები.

„2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა! გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ამ დღის დაწესება აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, ყველას შევუქმნათ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობები, უზრუნველვყოთ განათლების ისეთი სისტემა, რომელიც ინდივიდის განსხვავებულ საჭიროებაზე იქნება მორგებული.

სწორედ ამ მიზნის განხორციელებას ემსახურება „ინკლუზიური სწავლების პროგრამა“, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ამ პროგრამის ფარგლებში სამინისტრო აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით ინტეგრირებული კლასების მოდელის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს და მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში ინტეგრაციისთვის სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს.

მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს, ვინც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების უფლების უზრუნველყოფასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაზე ზრუნავს. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ საქართველოში ინკლუზიური განათლების წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დაძლევას“, - ნათქვამია მინისტრის მიმართვაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს