„ჯეოქეისის“ პოლიტიკის დოკუმენტის წარდგენა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ პოლიტიკის დოკუმენტის - „ჯეოქეისის“ 4 ნაწილიანი რეკომენდაციათა პაკეტის: ჯანდაცვა, ეკონომიკა, განათლება, ეროვნული თავდაცვა და უსაფრთხოება წარდგენა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯეოქეისიდან" აცნობეს, აღნიშნული რეკომენდაციების პაკეტის განვითარება პანდემიის შედეგად შექმნილმა ვითარებამ განაპირობა. „დოკუმენტის ავტორებმა პანდემიის თანმდევი გამოწვევების ფონზე შეისწავლეს ჯანდაცვის, ეკონომიკის, განათლების, ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება და შესაბამისი წინადადებები, რეკომენდაციები შეიმუშავეს. მისი მიზანია საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას შესთავაზოს ინიციატივები, თვისობრივად ახლებური მიდგომები ქვეყნის შემდგომი განვითარების გზაზე 4-ვე საკვანძო მიმართულებით განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით. ეკონომიკური უსაფრთხოების ნაწილი მომზადდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრთან თანამშრომლობით.

დოკუმენტის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნაწილი მიმოიხილავს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის, მედეგობის გაძლიერების, პანდემიის პერიოდში საკანონმდებლო რეგულირების, ფარმაცევტული პროდუქტების ხელმისაწვდომობის, ელექტრონული ჯანდაცვის, ტელემედიცინისა და პანდემიის მართვის სამომავლო გამოწვევებთან დაკავშირებულ საკითხებს“, - აღნიშნულია „ჯეოქეისის“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, რეკომენდაციების პაკეტის ეკონომიკური უსაფრთხოების ნაწილი ეხება საფინანსო სექტორის გაძლიერების, უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის, კვლევებისა და განვითარების ხელშეწყობისა და საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების თემებს.

„ეკონომიკური უსაფრთხოების ნაწილი მომზადდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრთან თანამშრომლობით.

დოკუმენტის განათლების ნაწილი აანალიზებს დისტანციური განათლების პანდემიურ და პოსტ-პანდემიურ ტენდენციებს, კერძოდ მიმოიხილავს დისტანციური განათლების საერთაშორისო პრაქტიკას, პანდემიის პერიოდში საქართველოში დისტანციური განათლების დანერგვის გამოცდილებას და ყურადღებას ამახვილებს დისტანციური განათლების თანმდევი გამოწვევების დაძლევის საშუალებებზე. ასევე, აღნიშნული თავი ეხება დისტანციური სწავლებისას პერსონალური მონაცემების დაცვას.

რეკომენდაციების პაკეტის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ნაწილი გვთავაზობს რეკომენდაციებს საქართველოს თავდაცვის სისტემის შემდგომი განვითარების ეტაპებისა და ჰიბრიდული გამოწვევების დაძლევის სისტემური ხედვის შემუშავების შესახებ“, - ნათქვამია „ჯეოქეისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჯეოქეისის“ რეკომენდაციათა პაკეტის თანაავტორები არიან: ვიქტორ ყიფიანი, ზვიად კირტავა, ხათუნა ბურკაძე, ვახტანგ ჭარაია, შოთა გულბანი, ოთარ ანგურიძე, ლევან კოკაია, ბაქარ ფალავანდიშვილი, გიორგი ანთაძე, ბაჩო თორთლაძე.

რეკომენდაციათა პაკეტის წარდგენას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს