დავით ჭიჭინაძე ვახტანგ მეგრელიშვილს - ტყუილად  შეხვალთ პარლამენტში, გამოგრეკავთ მერე გახარია - საერთოდ "გაფარჩაკებულები" იქნებით

ტყუილად შეხვალთ იმ პარლამენტში, გამოგრეკავთ მერე გახარია. საერთოდ "გაფარჩაკებულები" იქნებით, - ასე მიმართა „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, ვახტანგ მეგრელიშვილს პარტია „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ.

როგორც ჭიჭინაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ოპოზიციის იმ ნაწილს, ვისაც პარლამენტში შესვლა სურს, უნდა შევიდეს.

„როგორ გგონიათ, გახარია რომ შემოჰყავთ თამაშში იმიტომ შემოჰყავთ, რომ 2024-ს ელოდოს? გახარია შემოიყვანეს ვადამდელი არჩევნებისთვის“, - განაცხადა ჭიჭინაძემ, რაზეც მეგრელიშვილმა იკითხა: ანუ „ქართული ოცნება“ ემზადება ვადამდელი არჩევნებისთვის?“.

მეგრელიშვილს დავით ჭიჭინაძემ უპასუხა: „ქართული ოცნება“ ემზადება, პოლიტიკურ სამარეში წასასვლელად, როგორც წავიდა „მოქალაქეთა კავშირი“.

„ერთი-ერთში განმეორდება, აგერ მე და აგერ თქვენ. გახარია „ოცნებაა“. გადაალაგებენ ყველაფერს, კობახიძეს ჩაუშვებენ, სადაც ჩასაშვებია.

ოპოზიცია რომ შევიდეს ახლა პარლამენტში, გახარიას 20-კაციან ფრაქციას გაუკეთებს „ქართული ოცნება“, ის დაშლის უმრავლესობას, ბიუჯეტს ჩაუგდებს და გამოვა, რომ ტყუილად შეხვალთ იმ პარლამენტში და გამოგრეკავთ მერე გახარია. საერთოდ "გაფარჩაკებულები" იქნებით, მე თუ დამიჯერებთ“, - მიმართა ჭიჭინაძემ მეგრელიშვილს.

„ვაა, მაგარია, ესენი სხვაგან არიან, უნდა მივებაროთ, რომ რაღაცები გვასწავლონ“, - განაცხადა მეგრელიშვილმა და დასძინა, რომ „იქეთ კვირას გაიგებთ, ვაპირებთ თუ არა პარლამენტში შესვლას“.

თავის მხრივ, ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ „გირჩის“ წევრებს ჰგონიათ, "კობახიძეს რამეს შეაცვლევინებენ".

„ვინ იჭერს, რატომ იჭერენ, შევიდნენ! ამ ადამიანებმა რა დააშავეს. უხარიათ ეს დეპუტატობა. ამათ ჰგონიათ, რომ კობახიძეს რამეს შეაცვლევინებენ. შევიდეს, ნახოს, ჩემთვის ძალიან კარგი იქნება, მერე მშვიდად, წყნარად დაველაპარაკები. მინდა, რომ გასინჯოს ესეც. გასინჯოს კობახიძე ახლოდან“, - მიმართა ჭიჭინაძემ მეგრელიშვილს.

რაზეც მეგრელიშვილმა უპასუხა: „მგონი, მაგის გამო წააგეთ არჩევნები. ახია!“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო