სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები პარლამენტის წინ დაუმორჩილებლობის აქციას გამართავენ

სამოქალაქო მოძრაობები „კომენდანტის საათის” და ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით ერთიანდებიან და დღეს, პარლამენტის შენობის წინ აქციას გამართავენ. სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბებიან და 18:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ აქციას გამართავენ. ისინი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, რომ მათ აქციას შეუერთდნენ და ერთად გააპროტესტონ ის მოთხოვნები, რაც მათ აქვთ.

„სამოქალაქო ჯგუფებმა - „სირცხვილია", „დროა", „შეცვალე“, „დემოკრატიული მომავლისთვის" და „სოცაფეთქება" გადაწყვიტა, რომ შევუერთდეთ ერთმანეთს. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა ე.წ. კომენდანტის საათის და იმ ჯარიმების გაუქმება, რომელიც მოქალაქეებს „კომენდატის საათის“ დარღვევისთვის დააკისრეს.

რაც შეეხება საპროტესტო აქციის ფორმატს, 3 აპრილს 18:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ შევიკრიბებით.

სამოქალაქო მოძრაობები სხვადასხვა ადგილზე შევიკრიბებით და ბოლოს ერთიანი მარშით 17:00 საათზე ფილარმონიიდან წავალთ პარლამენტისკენ, სადაც სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი შედგება. პარლამენტის შენობის წინ მთელი ღამე დავრჩებით. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტის და სამოქალაქო საზოგადოებას, რომ შემოგვიერთდნენ ამ ერთი მოთხოვნის ქვეშ და გაუქმდეს „კომენდატის საათი“ და ჯარიმები“, - განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას" წევრმა შოთა დიღმელაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები პარლამენტის წინ დაუმორჩილებლობის აქციას გამართავენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა