საქართველოში დღეს ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ შემოვა

საქართველოში დღეს ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ შემოვა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.

მისივე თქმით, „სინოფარმის“ ვაქცინის არჩევის საშუალება, ამ ეტაპზე, 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს და სამედიცინო პერსონალს შეეძლებათ.

„ამ ვაქცინას ევროპის ქვეყნებიდან ძალიან ფართოდ იყენებს უნგრეთი და აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ. მისი შენახვის პირობები +2 +8 გრადუსია. რაც შეეხება ავტორიზაციას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და შემდეგ რომელიმე მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია. დღემდე „მოდერნასაც“ არ აქვს ავტორიზაცია, თუმცა ბევრი ქვეყანა იყენებს. გუშინ გამოქვეყნდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კალენდარი და აპრილის შუა რიცხვებია მითითებული „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „მოდერნასთვის“. დღეს ბაზარზე, გლობალურად, ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა არის რთული, ამიტომ ნებისმიერი პოტენციური ვაქცინა, რომელიც დაგვეხმარება ვაქცინაციის პროგრამის შესრულებაში და გეგმის მიღწევაში, მნიშვნელოვანია. იმ დაშვებით, რომ „სინოფარმი“ აპრილის ბოლომდე მიიღებს ავტორიზაციას, ამიტომ შევიძინეთ. ვაგრძელებთ კომუნიკაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომ ნებისმიერი რისკი, თუ რამე არსებობს და გამოიკვეთა „სინოფარმის“ მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მაშინვე გახდეს ცნობილი“, - განაცხადა გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა