აქტივისტებმა სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და „ვოლსკის სამართლის კოდექსი" მიიტანეს

აქტივისტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა ადგილზე ბანერები მიიტანეს წარწერით „ვოლსკის სამართლის კოდექსი", რითაც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეურაცხმყოფელ ჟესტს აპროტესტებენ.

„გუშინ, როცა ვოლსკიმ მოგვაყენა შეურაცხყოფა, ჩვენი მოძრაობიდან დაგვაკავეს ცამეტი აქტივისტი, ამ კოდექსით გვასამართლებენ. ამ კოდექსში წერია, რომ ყველა მოქალაქე თანასწორია, თუმცა გია ვოლსკი-გავრილოვი უფრო თანასწორია“,- აცხადებს აქტივისტი.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა გუშინ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისთან 13 პირი დააკავეს. აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების” ოფისთან უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. მას შემდეგ, რაც გია ვოლსკის აქტივისტებმა „მონა" უწოდეს, მმართველი გუნდის დეპუტატმა აქტივისტების მისამართით შეურაცხმყოფელი ჟესტი გამოიყენა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო