ზურაბ ჯაფარიძე - „ოცნება” ვირეშმაკობდა და სხვადასხვა რაღაცებს იძახდა, რეალურად არაფრის გამკეთებლები არ იყვნენ და არც არაფერზე აწერდნენ ხელს

„ოცნება” მაიმუნობდა, ვირეშმაკობდა და სხვადასხვა რაღაცებს იძახდა, რეალურად ისინი არაფრის გამკეთებლები არ იყვნენ და არც ხელს აწერდნენ არაფერზე, - ამის შესახებ ,,გირჩი - მეტი თავისუფლებას” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ისეთი მასშტაბის კრიზისია, რომელსაც მხოლოდ ვადამდელი არჩევნები განმუხტავს და ამაზე პასუხისმგებელი არის ის ძალა, რომელიც მეცხრე წელია ხელისუფლებაშია.

,,პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, ჩვენ არ გვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყანაში სასამართლო არ არის, არჩევნები არ ტარდება, პოლიტპატიმრები არსებობენ და ძალაუფლება ერთი კაცის ხელშია კონცენტრირებული. ეს ისეთი მასშტაბის კრიზისია, რომელსაც მხოლოდ ვადამდელი არჩევნები განმუხტავს. ამაზე პასუხისმგებელი არის ის ძალა, რომელიც მეცხრე წელია ხელისუფლებაშია. ,,ოცნება” მაიმუნობდა, ვირეშმაკობდა და სხვადასხვა რაღაცებს იძახდა, რეალურად ისინი არაფრის გამკეთებლები არ იყვნენ და არც ხელს არ აწერდნენ”, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორების პოზიცია უნდა შეიცვალოს და არ უნდა იყოს საუბარი, რომ ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა.

,,გამოსავალი არის პროტესტი, ოპოზიციას შეიძლება ბევრი ნაკლი ჰქონდეს, მაგრამ ამ წუთებში ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, მათ შორის ლარზე, ეკონომიკაზე, სამუშაოზე და ა.შ. ამასთან, ჩვენი დასავლელი მეგობრების პოზიცია უნდა შეიცვალოს, ეს უნდა იყოს არა ,,ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა და უნდა წავიდნენ კომპრომისზე”, არამედ ხელისუფლებას უნდა უთხრან, რომ სასამართლო ასე უნდა ააწყოთ, არჩევნები ასე უნდა ტარდებოდეს, პოლიტპატიმრები არ უნდა არსებობდნენ და ასეთი მასშტაბის კრიზისი დამთავრდება ვადამდელი არჩევნებით”, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა