ჭიათურის თეატრი სცენას ქალთა მიმართ ძალადობის თემით დაუბრუნდა

ერთწლიანი Covid-შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო-პროფესიული თეატრი სცენაზე პრემიერით დაბრუნდა.

თეატრმა მაყურებელს ალექსანდრე ყაზბეგის "განკიცხული" შესთავაზა. პიესის ინსცენირების ავტორია თამაზ გოდერძიშვილი, დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი, თეატრის სამხატვრო რეჟისორი მამუკა ცერცვაძე. სცენოგრაფია ბარბარა ასლამაზს ეკუთვნის. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: გიორგი ჩაჩანიძე, თაკი მუმლაძე, ანზორ ცაბაძე, ლიკა კევლიშვილი, ამირან ნასყიდაშვილი, თამუნა ჯაჯანაშვილი, არჩილ ხვედელიძე, სოფო ლეთოდიანი, გიორგი ბრეგვაძე, თამაზ ფანჩულიძე, საქართველოს დამსახურეული არტისტი, ხელოვნების ქურუმი იზა ჯიშკარიანი, რომელმაც ჟურნალისტ ნაზი შამანაურის სახე შექმნა. აღსანიშნავია ახალგაზრდა ნიჭიერი მარიამ გაბაძის დებიუტი სცენაზე. სპექტაკლმა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის და ბულინგის თემას მიეძღვნა, მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. რეჟისორმა მამუკა ცერცვაძემ მოახერხა, საინტერესოდ და ორიგინალურად მიეწოდებინა მაყურებლისთვის მთავარი სათქმელი.

პრემიერა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით გაიმართა და მას მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ ქალაქის მერმა და თეატრის დირექტორმა ნანა წერეთელმა საზოგადოებას თეატრის გახსნა და წარმატებული პრემიერა მიულოცეს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს