ანზორ ერქომაიშვილის ოჯახს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მთავრობის და პარლამენტის წევრებმა მიუსამძიმრეს

ანზორ ერქომაიშვილის ოჯახს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, მთავრობის და პარლამენტის წევრებმა მიუსამძიმრეს.

სამების საკათედრო ტაძარში, ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც იმყოფებოდა.

ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალავენ.

ცნობისთვის, ანსამბლ „რუსთავის“ დამაარსებელი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში 31 მარტს გარდაიცვალა.

მუსიკოსი, ფოლკლორისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“ 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.

დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

იხილეთ ვიდეო:საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა