არჩილ თალაკვაძე - სამწუხაროა, რომ დიდი მწერალი და გამორჩეული ადამიანი, ყველასათვის საამაყო გურამ დოჩანაშვილი გამოაკლდა ჩვენს საზოგადოებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მწერალ გურამ დოჩანაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ დიდი მწერალი და გამორჩეული ადამიანი, ყველასათვის საამაყო გურამ დოჩანაშვილი გამოაკლდა ჩვენს საზოგადოებას. რამდენიმე დღის წინ, მისი იუბილე იყო და ყველას გვქონდა იმედი, რომ ის კიდევ დიდხანს იქნებოდა ჩვენთან. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, თუმცა გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება უკვდავია და კიდევ არაერთ თაობას აღაფრთოვანებს. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი გურამის ოჯახს, ახლობლებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს“, - ნათქვამია არჩილ თალაკვაძის სამძიმრის წერილში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა