გიგი უგულავა - ელისაშვილი კობახიძეზე უარესია, ის ყველაზე მეტად ახმოვანებს ხელისუფლებას, ეგ და მეორე პარტია, ადრე „გირჩი“ რომ ერქვა და ახლა ქლიავების პარტია ჰქვია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ჩაშლილ მოლაპარაკებაზე, ისევე როგორც პირველი ნაბიჯის გადადგმაზე მთავარი პასუხისმგებელი „ქართულ ოცნებაა“.

როგორც უგულავამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წევრებს შორის შეხვედრამდე განუცხადა, მოწოდებების მიუხედავად „ქართული ოცნების“ მხრიდან „ყრუ კედელია აღმართული“.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, გიგი უგულავას ინფორმაციით, განიხილავენ 15 მაისის აქციისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს და პარალელურად იმსჯელებენ, აქვს თუ არა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებს პერსპექტივა.

„ღმერთმა ნუ ქნას, საქართველოში იყოს სიტუაცია, როდესაც პარტნიორები აღარ იტყვიან - მოვუწოდებთ ორივე მხარეს. თუ მეორე მხარე არ იქნება, ჩვენ უკვე საქართველოში კი არა, ბელორუსში ვიქნებით. ასევე, ბრიყვულად გამოიყურება სახელისუფლებო პროპაგანდა, რომელიც ჩაბღაუჭებულია ამ ორივე მხარეზე და უნდა, რამენაირად ხელისუფლების პასუხისმგებლობა სულ მცირე გაუტოლოს ოპოზიციის პასუხისმგებლობას. დემოკრატია მუშაობს ასე - უმრავლესობის პასუხისმგებლობა ცა და დედამიწაა უმცირესობის პასუხისმგებლობასთან შედარებით. ამიტომ, მთავარი პასუხისმგებელი ჩაშლილ მოლაპარაკებაზე, ისევე როგორც მთავარი პასუხისმგებელი პირველი ნაბიჯის გადადგმაზე, „ქართულ ოცნებაა“, როგორც ხელისუფლება. თუ სხვა იქნებოდა ხელისუფლებაში, სხვას მოუწოდებდნენ. დღეს, სამწუხაროდ, „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში და ამიტომ, მათ მოუწოდებენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ყრუ კედელია აღმართული მათ მხრიდან“,- განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ მოლაპარაკების ჩაშლაში ოპოზიციაც მონაწილეობდა, უგულავა ამბობს, რომ ელისაშვილი ხელისუფლებას ახმოვანებს.

„ელისაშვილი კობახიძეზე უარესია. ის ყველაზე მეტად ახმოვანებს ხელისუფლებას. ეგეც და ადრე „გირჩი“ რომ იყო და ახლა ქლიავების პარტია რომ ჰქვია“, - განაცხადა უგულავამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს