ნინო ბურჯანაძე - თუ ხელისუფლება ამბობს, რომ ყველაფერს ოპოზიცია მართავს და რაც ხდება ოპოზიციის მოქმედების ან უმოქმედობის გამოა, ესე იგი, აღიარებს, რომ მისი ფასი ნულია

თუ ხელისუფლება ამბობს, რომ ყველაფერს ოპოზიცია მართავს და რაც ხდება, ოპოზიციის მოქმედების ან უმოქმედობის გამოა, ესე იგი, აღიარებს, რომ მისი ფასი ნულია,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, როდესაც ხელისუფლება ყველაფერზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს, ამით თავის უუნარობას აღიარებს.

„ქართულმა ოცნებამ“ ვერ გააცნობიერა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არ ნიშნავს მარტო ფულის შოვნას და პრივილეგიებს. ხელისუფლებში ყოფნა ნიშნავს პასუხისმგებლობას და ეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც არაერთხელ შეახსენეს. როდესაც ხელისუფლება ყველაფერზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს, ამით თავის უუნარობას აღიარებს. იმიტომ, რომ იქ, სადაც ხელისუფლება ძლიერია, იქ, სადაც ხელისუფლება ეფექტიანია, ხელისუფლებაა ნებისმიერი პროცესის წარმმართველი ძალა და არა ოპოზიცია“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრას, როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, ოპოზიცია კონკრეტულ სამომავლო გეგმებს დასახავს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გავაკეთებთ ანალიზს „ქართული ოცნების“ ქმედებებისა და დავსახავთ უფრო კონკრეტულ სამომავლო გეგმებს. კიდევ უფრო გავააქტიურებთ მოქმედებას, მათ შორის საერთაშორისო არენაზე იმიტომ, რომ უპრეცედენტო ბომბარდირება ხდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან „ქართული ოცნების“ და ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა