ხატია დეკანოიძე - ევროპარლამენტარების ბოლო განცხადება საგანგაშოა, იქ იყო ფრაზა, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს და ევროკავშირის მომავალი სასწორზეა

დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ზეწოლა კიდევ იქნება,- ამის შესახებ „ნაციონაური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ევროპარლამენტარების ბოლო განცხადება საგანგაშოა და მასში იგულისხმება, რომ საქართველოს და ევროკაშირის მომავალი სასწორზეა.

„არ დაგვავიწყდეს, რომ კონგრესში კვლავ ინიცირებულია პაკეტი, რომელიც გულისხმობს, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ სანქცირებას, არამედ ყველა იმ ადამიანის, ვინც საქართველოს დემოკრატიის განვითარებას უშლის ხელს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას.

ევროპარლამენტარების ბოლო განცხადება ჩემთვის საგანგაშოა. იქ იყო ფრაზა, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს და ევროკავშირის მომავალი სასწორზეა. იმისთვის, რომ საქართველოს დეკლარირებული საგარეო კურსი არ გაცდეს და არ შემობრუნდეს ისევ რუსეთის ორბიტაზე, აუცილებელია, შეწყდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, ვადამდელ არჩევნებზე მივაღწიოთ ჩარჩო შეთანხმებას და ის დოკუმენტი, რომელიც შარლ მიშელმა დატოვა, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მოცემულობით და გზით, რითაც მივდივართ, ევროატლანტიკური სივრცე საქართველოსთვის კიდევ უფრო შევიწროვდება“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა