ირაკლი ღარიბაშვილი გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მწერალ გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

პრემიერის შეფასებით, გურამ დოჩანაშვილმა მემკვიდრეობად მდიდარი შემოქმედება დატოვა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვე კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო.

გურამ დოჩანაშვილმა მდიდარი შემოქმედება დაგვიტოვა მემკვიდრეობად. მისი ფრთიანი ფრაზები და დაუვიწყარი ლიტერატურული გმირები სამუდამოდ დარჩებიან ქართველი მკითხველის ხსოვნაში. ასეთი გმირების შექმნა მხოლოდ ჭეშმარიტად ნიჭიერ, გულწრფელ და გამორჩეულად კაცთმოყვარე შემოქმედს შეუძლია.

თანამედროვეობის უდიდესი მწერალი გურამ დოჩანაშვილი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა - მას არასოდეს მოჰკლებია ქართველი მკითხველის აღიარება და სიყვარული. მისი ყველა ნაწარმოები მხოლოდ სიკეთესა და სიყვარულს აღვივებს და განსაკუთრებით ძლიერ კვალს ტოვებს ყველა თაობის მკითხველზე.

გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და ქართულ საზოგადოებას, ყველას, ვისთვისაც ძვირფასი და საყვარელია გურამ დოჩანაშვილის უკვდავი შემოქმედება“,- აცხადებს ღარიბაშვილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს