კახა კალაძე - ძნელია, როდესაც ემშვიდობები ყველასთვის საყვარელ ადამიანს, კიდევ უფრო ძნელია, როცა ეს ადამიანი კლასიკოსი, ქართული მწერლობის სინდისი და ნამუსია

ძნელია, როდესაც ემშვიდობები ყველასთვის საყვარელ ადამიანს, კიდევ უფრო ძნელია, როცა ეს ადამიანი კლასიკოსი, ქართული მწერლობის სინდისი და ნამუსია”,- ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კახა კალაძე წერს, ყველას დაგვაკლდება კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა.

„ძნელია, როდესაც ემშვიდობები ყველასთვის საყვარელ ადამიანს; კიდევ უფრო ძნელია, როცა ეს ადამიანი კლასიკოსი, ქართული მწერლობის სინდისი და ნამუსია. დიახ, ჩვენ ყველას დაგვაკლდება კაცი, რომელსაც ძალიან უყვარდა ლიტერატურა, უყვარდა ადამიანი, უყვარდა თავისი სამშობლო და შეეძლო ქართული გენია გაეტანა დიდ ასპარეზზე.

„დედამიწას სიყვარული ატრიალებს“ - ჩვენი გურამ დოჩანაშვილიც ამ სიყვარულის ნაწილია. იგი სამარადისოდ დარჩება ჩვენს გულში”,- წერს კახა კალაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს