ირაკლი კობახიძე მწერალ გურამ დოჩანაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მწერალ გურამ დოჩანაშვილის ოჯახს უსამძიმრებს.

ამის შესახებ კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ის აღნიშნავს, დოჩანაშვილმა გენიალური მოთხრობები დატოვა.

„ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი“ - ამ სიტყვებთან ერთად, გურამ დოჩანაშვილმა დაგვიტოვა გენიალური მოთხრობები, რომლებიც გვასწავლის კეთილისა და ბოროტის გარჩევას, ადამიანის სიყვარულს, სიცოცხლის სიყვარულს. ვუსამძიმრებ გურამ დოჩანაშვილის ოჯახს, ახლობლებს, ყველას, ვისაც უყვარს ლიტერატურა და დოჩანაშვილის უკვდავი ნაწარმოებები“,- წერს კობახიძე.

მწერალი გურამ დოჩანაშვილი დღეს გარდაიცვალა. ის „ნიუ ჰოსპიტალსში“ გუშინ გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებში იმყოფებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა