ოპოზიცია „15 მაისის შტაბს” ქმნის

ოპოზიცია „15 მაისის შტაბს” ქმნის. ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაანონსებულ აქციაზე.

„რაც შეეხება15 მაისს, დეტალურად ვიმსჯელეთ გეგმაზე, საუბარია იმაზე, რომ ჩამოყალიბდება „15 მაისის შტაბი“. ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს, სასურველია სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ვიყოთ ერთად და შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას.

დარწმუნებული ვარ, ეს ერთიანობა აუცილებლად მოიტანს შედეგს. იმედი მინდა ვიქონიო, რომ 15 მაისს ნორმალური ვითარება იქნება ქვეყანაში, მათ შორის, კოვიდის თვალსაზრისით“,-აცხადებს ბურჯანაძე.

იხილეთ ვიდეო:ოპოზიცია „15 მაისის შტაბს“ ქმნის

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა