თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები რეგიონებში ერთობლივ გასვლას დაიწყებენ, რისთვისაც  წინასწარი სამუშაოები ჩაატარეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, რეგიონებში ოპოზიციის წარმომადგენლები ერთობლივ გასვლას დაიწყებენ, რისთვისაც წინასწარი სამუშაოები ჩაატარეს.

როგორც ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, 15 მაისის აქცია მასშტაბური უნდა იყოს, რათა ივანიშვილმა გაიგოს ქართველი ხალხის ხმა.

„ჩვენ ჩავატარეთ წინასწარი სამუშაოები იმისთვის, რომ დავსახოთ, რა მიმართულებით უნდა მოხდეს გასვლა. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ეს იყოს სინერგიული, ერთობლივი ძალისხმევა, ანუ ოპოზიცია ერთობლივად უნდა გავიდეს რეგონებში. ეს საკითხი შევათანხმეთ იმისთვის, რომ 15 მაისის აქცია იყოს მასშტაბური, რათა მთელი ქვეყანა გაერთიანდეს, მათ შორის რეგიონებიდან ჩამოვიდნენ ადამიანები და ივანიშვილს გავაგონოთ ქართველი ხალხის ხმა, ვინც დაიღალა ამ რეჟიმის პირობებში ცხოვრებით და უნდა ნორმალური კოლიციური მთავრობა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ვადამდელი არჩევნების სახით მივიღებთ“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, ბოკუჩავას განცხადებით, ყველაფერი უნდ გაკეთდეს, რათა საქართველო სანქციების სამიზნე არ გახდეს.

„დიდი ხანია ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები გზავნილების გამკაცრებასთან ერთად შეიძლება გადავიდნენ კონკრეტულ ქმედებებზე, ეს უკვე ნახსენები იყო ევროკავშირის განცხადებაში, სადაც საუბარი იყო, რომ შესაძლოა, საქართველოს შეუჩერდეს იმ ფინანსური მაკროეკონომიკური დახმარების მიღება, რასაც ევროპის კავშირისგან იღებს. იგივე საუბრებია დაწყებული ამერიკის კონგრესშიც. მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო არ გახდეს სანქციების სამიზნე და ნაცვლად ამისა, სანქციები დაეკისროს პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა