"გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" წევრები სლოგანით -“აიკრძალოს აკრძალვები” ვაკის პარკთან შეიკრიბნენ

“აიკრძალოს აკრძალვები”- ამ სლოგანით ვაკის პარკთან "გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" წევრები შეიკრიბნენ, რომლებიც ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვაზე დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, რეგულაცია, რომელიც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე არის დაწესებული, უნდა გაუქმდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერმა ზურა ჯაფარძემ განუცხადა, ვაკის პარკთან შეკრებილი ადამიანები მსვლელობით მივლენ პარლამენტთან,სადაც შეუერთდებიან იმ ჯგუფს, რომელიც ასევე "კომენდანტის საათს" გააპროტეტსებს.

"რეგულაციების გაუქმებას ერთი წელია ვითხოვ. ჩემი აზრით, არცერთ მთავრობას უფლება არ აქვს ადამიანები სახლში გამოკეტოს და მათ წაართვას სიცოცხლის უფლება.ეს არის სიცოცხლის უფლების წართმევა,როდესაც გეუბნებიან, რომ სახლიდან ვერ გამოხვალ და ა.შ. ახლა „კომენდანტის საათზე" ვართ ფოკუსირებული,მაგრამ ზოგადად, ნებისმიერი ასეთი ტიპის რეგულაცია გასაუქმებელია", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს