საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე მოსახლეობას შეხვდა

თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის (დიდი დიღომი) მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ სამაჟორიტარო ოლქში, ვაშლიჯვრის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის საკრებულოდან აცნობეს, საკრებულოს წევრმა ადგილობრივებს ვაშლიჯვრის ფერდზე ამ დროისთვის შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ავთანდილ ცინცაძის ინფორმაციით, თბილისის საკრებულოში თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და გეოლოგებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც, საკრებულოს წევრებმა ამ დროისთვის ადგილზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეწყერთან დაკავშირებით მოსახლეობამ სწორი ინფორმაცია დროულად მიიღოს. სწორედ ამიტომ შევხვდი დღეს ვაშლიჯვრელებს და ამ დროისთვის დედაქალაქის მერიის მიერ გატარებული მეწყრული პროცესის შემაკავებელი ღონისძიებები გავაცანი. გარდა ამისა, მოსახლეობასთან ერთად, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განვიხილეთ და ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ, რომელიც ვაშლიჯვრის მოსახლეობისთვის აქტუალურია“,-განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

მათივე ცნობით, მოსახლეობის კითხვები დეპუტატთან შეხვედრაზე უმეტესად სატრანსპორტო საკითხებს ეხებოდა. მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ყველა ის თხოვნა, რომელიც მოსახლეობას ტრანსპორტთან დაკავშირებით აქვს, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს